BBC-ის ინფორმაციით, UNICEF-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში კრიზისის გამო 75 მილიონ ბავშვს განათლების მისაღებად მხარდაჭერა სჭირდება.
ანგარიშის მიხედვით, სირიაში მიმდინარე საომარი ქმედებების გამო 6 000 სკოლა დაიხურა, ხოლო აღმოსავლეთ უკრაინაში 5 სკოლა განადგურდა.
როგორც ცნობილია, კონფლიქტების გამო განათლების გარეშე უფრო გოგონები რჩებიან, ვიდრე მათი თანატოლი ვაჟები.
მაუწყებლის ინფორმაციით, UNICEF-მა ანგარიშის გამოქვეყნება, სტამბულში, 23-24 მაისს გასამართ მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტს დაასწრო.
როგორც ცნობილია, სამიტზე ახალი საგანგებო საგანმანათლებლო ფონდი ამოქმედდება, რომელსაც "განათლებას ვერ დაველოდებით" ეწოდება.
UNICEF-ის თქმით, ფონდის მიზანი ბავშვებისთვის განათლების მიღებაში დახმარებაა.