2017 წლიდან, გერმანიაში სამედიცინო მარიხუანას გაყიდვა კანონიერი გახდება. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი უნარების შესაბამისად სერიოზულად დაავადებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს,"_განაცხადა ჯანმრთელობის მინისტრმა, ჰერმან გროშემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მარიხუანას მცირე რაოდენობით გამოყენება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რისი შესწავლაც დეტალურად უნდა მოხდეს.