გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა.
მან ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე თქმით, ის ემიჯნება "შევარდნაძის თაობის პოლიტიკოსებს", რომლებმაც, ვაშაძის აზრით პოლიტიკა უნდა დატოვონ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით ის ახალ მოძრაობას ქმნის, რომელსაც "წარმატებული საქართველოსთვის" ერქმევა.