გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლის მიზეზეზად "დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემას" ასახელებს.
"ჩემი აქტიურ პოლიტიკაში მოსვლის მიზანი იყო და არის ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება ქვეყანაში, რომელიც ახალ პოლიტიკურ კლასს გაუხსნის გზას, სრულიად ახალ პერსპექტივას და განვითარების შესაძლებლობას მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალეს.
„დღეს საქართველო ურთულეს მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ივანიშვილის რეჟიმის უუნარობით და აშკარა მავნებლობით. ადამიანებმა დაკარგეს ხვალინდელი დღის რწმენა, ყველგან უპერსპექტივობა და უიმედობაა.
ქვეყანას მართავს ივანიშვილის ჯიბის მთავრობა. ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს გავუჩინოთ პესრპექტივა და რეალური შესაძლებლობები განვითარებისთვისთვის, დასაქმებისა და უკეთესი ცხვრებისთვის.
ამისთვის საჭიროა ივანიშვილის არაფრომალური მმართველობის დასრულება, ეს შეუძლია მხოლოდ ახალი თაობის ენერგიულ, მიზანდასახულ და თავისუფალ ძალას, _ აღნიშნა ვაშაძემ, რომლის ინფორმაციით ახალ მოძრაობას "წარმატებული საქართველოსთვის" ერქმევა.