NASA-ს ინფორმაციით, 9 მაისს, პლანეტა მერკური მზესა და დედამიწას შორის გაივლის.
როგორც ცნობილია, მერკური მზეს წრეს ყოველ 88 დღეში ურტყამს, მაგრამ რადგან ის ზემოთ-ქვემოთ მოძრაობს, მსგავსი მოვლენა 100 წელიწადში 13-ჯერ ხდება, ხოლო ბოლო შემთხვევა 2006 წელს მოხდა.
NASA-ს ცნობით,მოვლენის დანახვა მსოფლიოს ყველა კუთხიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა სპეციალური ფილტრის მქონე ტელესკოპის გარეშე მნახველებმა შესაძლოა მხედველობა დაიზიანონ და გარდა ამისა, რადგან მერკური ძალიან პატარაა შეუიარაღებელი თვალისთვის ძნელად აღსაქმელი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, NASA მოვლენის პირდაპირ ეთერში გაშუქებას გეგმავს.