გია უდესიანი, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებას, რომელიც მას ბესიკ ხარძიანისთვის ბიზნესის წართმევას ედავება, განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მასზე პოლიტიკური ზეწოლა განხორციელდა:
„მე, გიორგი უდესიანი, ვაპირებდი, მონაწილეობა მიმეღო 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, კერძოდ, ჩემი მშობლიური კუთხიდან, მესტიიდან კენჭი მეყარა პარლამენტში დამოუკიდებელ მაჟორიტარად.
აღნიშნული ცნობილი გახდა მოქმედი ხელისუფლებისთვის და მათი მარიონეტი პროკურატურის მეშვეობით განახორციელეს პოლიტიკური ზეწოლა და ჩემი დაბლოკვა როგორც მაჟორიტარი კანდიდატისა.
აღნიშნული ცალსახად დადასტურდა პროკურატურის წარმომადგენლის, ვინმე წიკლაურის მიერ გაკეთებული განცხადებით, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ კითხულობს აშკარად პოლიტიკურად შეთითხნილ ვითომდა ბრალდებას.
ბრალმდებლის გამოსვლას აშკარად აკლდა თავდაჯერებულობა“, _ ნათქვამია უდესიანის განცხადებაში, რომელიც გია უდესიანის დამ, ნატო უდესიანმა გაავრცელა.