მივიღე გადაწყვეტილება, პოლიტიკურ პროცესებში ჩავერთო, რაც 90%-ით არჩევნებში ჩართვასაც ნიშნავს,- ამის შესახებ გადაცემა 2030-ში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
“როცა შედიხარ არჩევნებში, სადაც პრაქტიკულად ყველა ფრონტზე ძალიან დიდი ფული ტრიალებს, საკმაოდ დამაფიქრებელია, მაგრამ მე მოქმედების აქტიურ ფაზაში გადავდივარ. ვინმეს კვოტით არჩევნებში მონაწილეობა ჩემი სურვილი არ არის.
საჭიროა, ქვეყანაში დამოუკიდებელი კონსტრუქციული ძალა არსებობდეს. ახალ პარტიას ალბათ არ შევქმნი.
ძველ პარტიას რამდენად გამოვიყენებ, ესეც არ გადამიწყვეტია, მაგრამ რა ფორმატით მივიღებ მონაწილეობას, ამ განცხადებას ოფიციალურად გავაკეთებ“, _აღნიშნა ზურბაიშვილმა პოლიტიკური გეგმების შესახებ კითხვის კომენტირებისას.
ამასთან, მისივე თქმით, თავისი გეგმების პრეზენტაციას ახლო მომავალში გამართავს.