სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში დაკარგული 58 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ამ დროისთვის უკვე დაკავებულია და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
ელზა გელაშვილს ოჯახის წევრები და სამართალდამცველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახლობლების ინფორმაციით, იგი მას შემდეგ გაუჩინარდა, როდესაც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა და ტრანსპორტს ელოდებოდა.
გელაშვილების ოჯახი არ გამორიცხავდა, რომ დანაშაული ბრალდებულმა ძარცვის მიზნით ჩაიდინა.
მათი ინფორმაციით, ელზა გელაშვილმა ერთ-ერთი ბანკიდან ფული გამოიტანა და მისი კვალიც ამის შემდეგ დაიკარგა.
ელზა გელაშვილის გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში, ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა სოფლის მიმდებარე ტეროტორიაზე დაქარგული ქალის ფეხსაცმელს მიაგნეს.