GUCCI ბოდიშს იხდის ჰონგ-კონგის მაღაზიებში თავისი საქონლის ქაღალდის ვერსიის გასაყიდად გაგზავნისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული საქონელი ჰონგ-კონგში გამართული ფესტივალისთვის იყო განკუთვნილი.
როგორც ცნობილია, ჰონგ-კონგში, მარტში, საფლავის დაგვის ფესტივალზე ქაღალდისგან გაკეთებული მანქანები, აიპოდები და ჩანთები იმ რწმენით დაწვეს, რომ გარდაცვლილ ნათესავებს სავანეში მათი გამოყენება შეუძლიათ.
"ჩვენ ძალიან ვწუხვართ მომხდარი გაუგებრობის გამო, რამაც შეიძლება ჩვენი მომხმარებლები გაანაწყენა,"_ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
მაუწყებლის ინფორმაციით, Gucci-ის წერილის შემდეგ ჰონგ-კონგის მაღაზიებმა გაყიდვიდან მათი პროდუქცია ამოიღო, თუმცა Louis Vuitton, Yves Saint Laurent, Burberry და New Balance ჯერ კიდევ გაყიდვაშია.
როგორც ცნობილია, მომხდარი გაუგებრობის შედეგად ჰონგ-კონგის სოციალური ქსელები ზიზღის შემცველი კომენტარებით გაივსო.
"GUCCI თქვენ გსურთ, რომ მიწის ქვეშეთში გახსნათ ფილიალები?"_წერენ სოციალურ ქსელში.