ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა რობერტ კობლიაშვილმა და იაკობ ქაჯაიამ 2016 წლის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს.
რობერტ კობლიაშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჯერ ლიტველი ილაიმუტის ადომაიტისი 4-1, ბრაზილიელი ბრანდაო სანტიაგო 8-0, ხოლო ნახევარფინალში ყაზახი დანიალ გაჯიევი 2-1 დაამარცხა.
იაკობ ქაჯაიამ კი პირველი ორი მეტოქე ტუნისელი ჩები და ბერძენი კოუტ სიოუმპასი ერთნაირი ანგარიშით – 8:0 გაანადგურა. რაც შეეხება ნახევარფინალს, მან უნგრელ მიჰალიდ იკბარდოშს შანსი არ დაუტოვა და 2:11 წუთში 9:0 დაამარცხა.
სადღეისოდ საქართველოს ოლიმპიურ გუნდს 32 ლიცენზია აქვს მოპოვებული:
ძიუდო – 7, თავისუფალი ჭიდაობა – 6, ძალოსნობა – 4
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა – 5, მშვილდოსნობა – 3, ტყვიით სროლა – 2 (დედა შვილი ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი. ნინოსთვის ეს მე-8 ოლიმპიადაა).
მხატვრული ტანვარჯიში – 1, მძლეოსნობა – 1, ბატუტზე ხტომა – 1, ფარიკაობა – 1, ცურვა – 1.