არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ყოველი წლის 7 მაისს თბილისში აუცილებლად გაწვიმდება. ამ თქმულებას თავისი ისტორია აქვს. "თბილისის ამქარის" ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული ჩანაწერის თანახმად, ეს ძალიან ძველი რწმენის გამოძახილია.
"დღეს 7 მაისია! ამ დღეს თბილისში ყოველთვის წვიმს. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი.
არ მახსოვს თბილისში 7 მაისს, რომ არ ეწვიმოს! ამ წვიმას თავისი ახსნა აქვს.
ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანებზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ. არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ…:))) ვისაც მიამიტური ტფილისი გიყვართ, დღეს თქვენთვის იწვიმებს!"
ამ წუთებში თბილისი საშვიდმაისო წვიმის ფარდაშია გახვეული.