სომალის დედაქალაქ მოგადიშოში საგზაო პოლიციის შტაბბინასთან აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 2 სამართალდამცავი დაიღუპა, ხოლო 3 დაშავდა.
როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად პოლიციის შტაბბინის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიები განადგურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
მაუწყებლის ინფორმაციით, სომალის დედაქალაქში მდებარე სასტუმროებსა და რესტორნებზე თავდასხმებს ძირითადად "ალ შაბააბი" ახორციელებს.