საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, "ძმები ბერძენიშვილები ვერასოდეს გახდებიან დეპუტატები, თუ ვიღაცას არ აეკიდნენ".
მისივე თქმით, თუ "რესპუბლიკელი" თანამდებობის პირები _ მინისტრები გადადგებიან, მზად არის თავადაც დატოვოს თანამდებობაც და პარტიაც.
მეჭიაური ამბობს, რომ მიიჩნევს, რომ "რესპუბლიკელებს" პარტია კვლავ "ქართული ოცნების" სატელიტი ჰგონიათ და მის ავტორიტეტს აყენებენ დარტყმას.
"თუ "ქართული ოცნება" გაიზიარებს ამ ორი მკვდარი პოლიტიკოსის აზრს და გაემიჯნება იმ ძალებს, რომელსაც უფრო მეტად აქვს ხალხთან შეხება და დაიტოვებს ამ პოლიტიკურ მარგინალებს, მაშინ თავის თავს თავად გაუწევს დისკრედიტაციას" _ აღნიშნა მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.