საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, ბექა ღვინიაშვილი -100კგ წონით კატეგორიაში საერთაშორისო ტურნირის, ბაქოს გრან სლემის გამარჯვებული გახდა.
ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა პრესტიჟულ ტურნირზე შესანიშნავად ჩაატარა ექვსივე შეხვედრა.
ოქროს მედლისკენ გზაზე დაამარცხა ძიუდოისტები, რომლებიც ფლობდნენ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, მსოფლიოს, ევროპისა და აზიის ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების მედლებს (ივან რემარენკო – არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ელხან მამადოვი – აზერბაიჯანი, ჯავად მაჰჯოუბი – ირანი, აარონ ვულფი – იაპონია, დიმიტრი პეტერსი – გერმანია, მიკლოშ სირიენიკსი – უნგრეთი) და ამ წონაში კარიერაში პირველად მოიგო გრან სლემი.
ოქროს მედალთან ერთად, 20 წლის ბექა ღვინიშვილმა 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და პრაქტიკულად გაინაღდა ოლიმპიური თამაშების საგზური. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები რიო დე ჟანეიროში სრული გუნდით – 7-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება.