10 მაისს "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" გურიის ბიუროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, ევროპის დღეების ფარგლებში, კურორტ შეკვეთილში შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია მოეწყო.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს წარმომადგენელთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, გამგებლის პირველმა მოადგილემ არჩილ ყაზაიშვილმა, გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ნატალია ხომერიკმა მიიღეს. დასუფთავების ფართომასშტაბიან აქციაში ა.( ა).ი.პ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური მძიმე ტექნიკით ჩაერთო.
დასუფთავების აქციის მიზანი საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად კურორტ შეკვეთილის პოპულარიზაცია, გაფრთხილება და მოვლა-პატრონობაა.
ევროპის დღეების ფარგლებში გურიაში "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ინიციატივითა და ორგანიზებით , სხვადასხვა თემატიკის არაერთი ღონისძიება გაიმართება.