"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ თამაზ მეჭიაურისა და „ქართული ოცნების“ გზები გაიყარა.
„მიუხედავად მცდელობისა, გადაგვეტანა ეს „რესპუბლიკელებთან“ დაპირისპირებაში, მაინც აღმოჩნდა დაპირისპირება საკუთარ პარტიასთან.
ბატონი თამაზის და „ქართული ოცნების“ გზები გაიყარა. ეს ჩვენი პრობლემა არ არის, არც არასოდეს იყო.
სამართლიანი იყო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, თუ იგი იქნება არჩეული ლიდერად, იმ ადამიანებთან ერთად არ იმუშავებს, ვისაც არ ჯერა ჩვენი ევროპული მომავლის და ნატო-სი”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.