საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ პარტიიდან წასვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მისივე თქმით ივანიშვილს სატელეფონო საუბრის დროს მხოლოდ ის უთხრა, რომ მასთან კონსულტაციის გავლა სურს:
_ ასეთ საკითხს ტელეფონით არ წყვეტენ, მაგრამ მქონდა საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, რომ მასთან საკონსულტაციო მაქვს. გადავწყვიტეთ, რომ ყრილობის შემდეგ გაიმართებოდა ეს შეხვედრა.
მე არ მივდივარ არსად, უბრალოდ ვთქვი, რომ ბევრი რამ არის ჩემთვის მიუღებელი. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გავივლით.
თუ მათ აქვთ რამე არგუმენტი, რომელიც აძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს, შეიძლება მე ეს არგუმენტი გავიზიარო. მე მგონია, რომ არ არსებობს ამ ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ჩვენ ნატო-ში ვინმე მიგვიღებს, _ განაცხადა მეჭიაურმა.