დღეს ქალაქ ოზურგეთში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის ფინანსური აუდიტის შედეგების საჯარო განხილვა ჩაატარა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ შეკრებილ საზოგადოებას ჩატარებული აუდიტის შედეგები პრეზენტაციის სახით წარმოუდგინა.
შეხვედრას გურიის გუბერნატორი, ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, არასათავრობო და მედია სექტორი და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ლაშა თორდიამ საზოგადოების მხრიდან დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.
შეხვედრაზე გენერალური აუდიტორის მხრიდან ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური ანგარიშების სწორი ასპექტირება და მიზნობრიობაც აღინიშნა.
"საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო. აუდიტის მიერ დადებული შედეგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ სახელმწიფო აუდიტის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას და ეს პრეზენტაციაშიც ნათლად გამოჩნდა. ასე გაგრძელდება სამომავლოდაც, რადგან ჩვენთვის ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვა საკვანძო საკითხი და ყველა სხვა მიმართულების საფუძველია. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ის რეფორმები, რომლითაც ოპოზიცია გამუდმებით აპელირებს, სახელმწიფო აუდიტის მხრიდან დადებითად შეფასდა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ქალაქის აგრარული ბაზრის იჯარას, რომელსაც ბიუჯეტისთვის მოგება უკვე მოაქვს", _ განაცხადა შეხვედრაზე ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
(R)