ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის შვილის დასახმარებლად თანხას გადარიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირაკლი გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"კახი კალაძე შორენა ბეგაშვილის შვილის ოპერაცისთვის 10 000 ლარს გადრიცხავს", _ წერს გაფრინდაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილის შვილი, 2016 წლის 28 მარტს, თავისი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. მოზარდს მრავლობითი დაზიანებები აქვს. სამკურნალოდ კი, სოლიდური თანხა ესაჭიროება.