პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭო არსებული, გამოცდილი, პროფესიონალი პოლიტიკოსებისა და ახალი კადრების სინთეზია.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
"როდესაც ჩვენ ვბჭობდით პოლიტიკური საბჭოს ფორმატში, როგორი უნდა ყოფილიყო ახალი პოლიტიკური საბჭო, ერთად გავდიოდით ამ კონსულტაციებს საბოლოო გადაწყვეტილება იყო მიღებული შემდეგი ფორმულით – რომ პოლიტიკაში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური გამოცდილება, პროფესიონალიზმი, პოლიტიკოსები გამოცდილების თვალსაზრისით ფასდებიან და თავისი უნარების მიხედვით, მაგრამ, ამავე დროს, მნიშვნელოვანია სიახლე. ანუ ეს არის არსებული გამოცდილი, პროფესიონალი პოლიტიკოსებისა და ახალი კადრების სინთეზი. მე ვფიქრობ, რომ ეს ავსებს ერთმანეთს, რადგან პოლიტიკას სჭირდება განახლება, მაგრამ სჭირდება გამოცდილებაც და შესაბამისი უნარ-ჩვევებიც. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ორი ამოცანა შევათავსეთ ერთმანეთს და მივიღეთ საინტერესო შეთავაზება. მე ვფიქრობ, კარგი პოლიტიკუირი საბჭო იქნება", _ განაცხადა ბესელიამ.