საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი არ გამორიცხავს რომ მინისტრთან კაბინეტში ცვლილებები მოხდეს.
პრემიერმა ტელეiმედის გადაცემა "ქრონიკის სტუდიაში" კომენტარი რესპუბლიკელ მინისტრებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ "რესპუბლიკური პარტიის" წევრი სამი მინისტრი თანამდებობას არჩევნებამდე დატოვებს, მათი შემცვლელები შერჩეული ჰყავს:
“რომ ვთქვა, არ მყავს შერჩეული სავარაუდო კანდიდატურები, არასერიოზული იქნება, რადგან ვიცი ზუსტად, რომ მოსალოდნელია მათი წასვლა.
თუმცა, მათ არ უსაუბრიათ ზუსტად, წავლენ თუ არა არჩევნებამდე. მიუხედავად ამისა, ჩემი მოვალეობაა, ვიფიქრო და რა თქმა უნდა მყავს გარკვეული კანდიდატურების ჩამონათვალი. არიან მინისტრები, რომლებთან დაკავშირებითაც მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, არიან მინისტრები, რომლებთან მუშაობაც საჭიროა, თუმცა დღეს ნუ დამააანონსებინებთ.
კიდევ ვამბობ, რომ არა მხოლოდ და მხოლოდ სიაში გადასვლის მიზნით, არამედ ისედაც შეიძლება, მოხდეს ცვლილება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.