ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ათეული ოფიციალურად დღეს დასახელდება.
ამ თემაზე პოლიტ საბჭო ექვს საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. უკვე დაზუსტებულია, რომ პირველი ნომერი იქნება დავით ბაქრაძე.
წინასწარ ვრცელდება იმ პირთა ვინაობაც, რომლებიც სავარაუდოდ მოხვდებიან ათეულში.
ესენი არიან: ელენე ხოშტარია, რომან გოცირიძე, ნიკა მელია, გიორგი ტუღუში, ოთარ კახიძე, სალომე სამადაშვილი, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე და სერგო რატიანი.
პარტიაში ეს შემადგენლობა არც დაადასტურეს და არც უარყვეს. მათი თქმით, სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები ქონდათ მიხეილ სააკაშვილთან.
როგორც ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ, სიის ფორმირება ჯერ ისევ მიმდინარეობს და საბოლოოდ, პარტიის ყრილობაზე გასაჯაროვდება.
წყარო: რუსთავი 2