ცნობები იმის შესახებ, რომ ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ტყუილი გამოდგა.
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენის ქალიშვილმა, ლეილა ალიმ, უარყო ცნობები მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და განაცხადა, რომ ის კარგად გრძნობს თავს.
მუჰამედ ალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობები ბრიტანულმა ტაბლოიდებმა განათავსეს თავიანთ ვებ-გვერდებზე.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი 1984 წლიდან პარკინსონის უმძიმესი სენით არის დაავადებული.