23 წლის ლამაზმანმა კეიტ აპტონმა კვლავ დაამშვენა ცნობილი ჟურნალის – "სპორტს ილუსტრეიდის" პირველი გვერდი.
მსოფლიოს ექსჩემპიონმა ცხენოსნობაში სპორტს ადრეულ ეტაპზევე დაანება თავი და ამჟამად ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და პოპულარულ მოდელად ითვლება, რომელსაც ძირითადად სექსუალური თეთრეულის ან საცურაო კოსტიუმების რეკლამაში იღებენ.
ახალ ფოტოსესიაში აპტონმა ანტარქტიდაზე, საკრუიზო ლაინერზე, მინუს ტემპერატურაზე პრაქტიკულად შიშველმა იპოზიორა და თავისი თაყვანისმცემლების რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა.
პირველად ყოფილი ცხენოსანი აპტონი ჟურნალის გარეკანზე 2011 წელს გამოჩნდა.