ოზურგეთში, გურიის გუბერნიის საკონფერენციო დარბაზში ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს, ოთხივე მუნიციპალიტეტის პირველ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა.
მანვე განაცხადა, რომ გურიაში მოუხდა სასიხარულო ფაქტის შესახებ საუბარი.
" გუშინ ჩრდილოეთ კვიპროსის ხელისუფლებამ და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე მოხდება კუნძულის გაერთიანება, ტერიტორიული მთლიანობა აღდგება ანუ ევროპის ჩართულობით ძალიან მნიშნელოვანი გზავნილი გაიგზავნა ყველგან, სადაც არსებობს ტერიტორიული პრობლემები. მინდა გითხრათ, რომ ევროპას აერთიანებს. განვითარების გზა, რომელიც კვიპროსის რესპუბლიკამ თავის თავს დაუკავშირა, ის მშვიდობიანი მოლაპარაკებები, რომელიც მათ აირჩიეს და არა იარაღებით ჩხარუნი. ეს სასიხარულო გზავნილი მივიღეთ გუშინ კვიპროსიდან. ეს ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისი, რომ ჩვენ ჩვენი მომხიბლაობა უნდა გავზარდოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის." – თქვა დავით ბაქრაძემ.



































































