https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ტელეარხი 25“-ის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

20:05; 17.05.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბათუმის საქალაქო სასამართლომ "ტელეარხი 25"-ის ყოფილი თანამშრომლების სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. 

გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ნაცდურის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას ითვალისწინებს. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ სხდომაზე განმარტა, რომ დამსაქმებელს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა 20 დღის ვადაში ეძლევა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას "TV 25"-ის საინფორმაციო სამსახურის გუნდი არ ეთანხმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გუნდის სახელით "TV 25"-ის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი სულხან მესხიძე განცხადებას ავრცელებს:

"მე როგორც "TV 25"-ის ერთ–ერთი თანამრშრომელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, თუმცა მიმაჩნია, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები ტელეკომპანიაში არ უნდა დაბრუნდნენ. ეს ადამიანები პერიოდულად ახდენენ ტელევიზიის თანამშრომელთა პროფესიულ დაკნინებას და იმ არხის დისკრედიტაციას, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ, აქვე გეტყვით, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსად მაია მერკვილაძის მუშაობისას თითქმის ყოველდღიურად იქმნებოდა კონფლიქტური სიტუაცია, მისი დაბრუნების შემთხვევაში კი ნიუსრუმში ამ დროისთვის შექმნილი იდეალური სამუშაო გარემო ჩიხში შევა, რაც ჩვენ ერთგულ მაყურებელს ობიექტური ინფორმაციის გარეშე დატოვებს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, მაია მერკვილაძე არ დაბრუნდეს საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე", _ აღნიშნულია "TV 25"-ის  საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერის განცხადებაში.

"TV 25"-ის საინფორმაციო სამსახურის ამ განცხადებას კატეგორიულად არ ეთანხმება არხიდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული ჟურნალისტი ნინო ხელაძე. როგორც ხელაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, გავრცელებული განცხადება "აბსოლუტური აბსურდია" და  ეს არ არის მთელი გუნდის პოზიცია.

"ძალიან სამწუხაროა, თუ ყველა ნამდვილად ასე ფიქრობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველას აზრი არ არის და რამდენიმე ადამიანის პირადი წყენაა. მე მიჭირს ასეთი დღის, ან კვირის გახსენება, რომ ყოველდღიურად ნიუსრუმში  ასეთი დაძაბულობა იყო.

"როცა ჩვენ სარჩელი შევიტანეთ, მაშინაც აღვნიშნეთ, რომ მთავარი ამ შემთხვევაში ის პრეცენდენტი იქნებოდა, რომ მედიამფლობელები სასამართლოს გადაწყვეტილებით მაინც მიხვდნენ, ძალაუფლება, ბევრი ფინანსები სხვადასხვა ბიზნესიდან მოძიებული და შემდეგ მედიამფლობელის სტატუსში ამ ფინანსებით ზურგგამაგრებულ ადამიანს არ აძლევს უფლებას, ნებისმიერი თანამშრომელი ახირების გამო, ამბიციურად გაათავისუფლოს. ეს იყო  ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არა მარტო ჩემთვის, იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც დარჩნენ ტელევიზიაში და გათავისუფლებულებს გვერდით არ დაგვიდგნენ. მათაც, სამომავლოდ პრობლემა რომ შეექმნათ, ცოტა მეტს იფიქრებს დამსაქმებელი და ასე ადვილად ვერ გაათავისუფლებს  სამსახურიდან. საერთოდაც, არა მარტო "TV 25"-ისმაგალითზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, შეიძლება ეს პრეცენდენტი საინტერესო მაგალითი იყოს ქვეყნის მასშტაბით. ვიცით, რომ ჟურნალისტები სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდებიან სხვადასხვა  პოლიტიკური მოვლენების თუ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველაზე დაუცველები ხდებიან. რა თქმა უნდა,  ისიც მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დაატკიცა, ჩვენი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება. ამ შემთხვევაში ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა იყო.  დავისაჯეთ იმ შინაარსის გამო, რაც ეთერში გავიდა. თუმცა, დაველოდებით, რას მოიმოქმედებს ჩვენი ყოფილი დამსაქმებელი, არ გამოვრიცხავთ, რომ მან სააპელაციო სასამართლოს მიმართოს", _ აღნიშნა ხელაძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერბით გადაწყვეტილი არ არის, დაბრუნდებიან თუ არა გათავისუფლებული თანამშრომლები ტელეკომპანიაში სამუშაოდ.

"ყველა ჟურნალისტს გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ეთერი გამოვიყენოთ მაყურებლისთვის და მაყურებელს  მივაწოდოთ ინფორმაცია. თუკი რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ მე ან რომელიმე თანამშრომელი, დავბრუნდეთ ტელევიზიაში, ერთადერთი და მთავარი  მოტივი იქნება ის, რომ არ დავკარგოთ  ეთერი, რომლიდანაც მაყურებელი ამდენი ხნის განმავლობაში სწორ, ობიექტურ ინფორმაციას იღებდა და ამ წინასაარჩევნო პერიოდში ისევ ეს ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ. მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ მედია არ იქნება გამოყენებული. რისი საფრთხეების გამოც ჩვენ წამოვედით ტელევიზიიდან", _ აღნიშნა ხელაძემ.

"TV 25"-ის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, "გურია ნიუსი" საერთაშორისო გამჭვირვალობა "საქართველოს მიერ, 2016 წლის 20 იანვარს გამოქვეყნებულ კვლევას გთავაზობთ, სადაც დეტალურადაა აღწერილი არხზე განვითარებული მოვლენები.

"საინფორმაციო გამოშვებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუ "დიალოგის" შეჩერების მიზეზი ტელევიზიის მენეჯმენტის მიერ 2015 წლის 31 დეკემბერს არხის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების სრული შემადგენლობის  დათხოვნა გახდა, თუმცა ხელმძღვანელობამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და სამსახურიდან მხოლოდ ჟურნალისტები, ნინო ხელაძე, ჯაბა ანანიძე, ირმა ზოიძე და საინფორმაციო სამსახურის   უფროსი, მაია მერკვილაძე გაათავისუფლა. არხიდან დათხოვნილ თანამშრომლებს გათავისუფლების  ბრძანება  2016 წლის 11 იანვარს  ჩაბარდათ.

არხის მფლობელების და მენეჯმენტის  გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მაია მერკვილაძის 2015 წლის 29 დეკემბრის ბრიფინგი, სადაც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ტელევიზიის მენეჯმენტი და მფლობელები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.

კონფლიქტი,  რომელმაც ტელევიზიაში  დაძაბულობა გამოიწვია, "ტელეარხ 25-ის" ეთერში 14 დეკემბერს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლის დაკავების შესახებ გასულ სიუჟეტს მოჰყვა. დაკავებული არხის მთავარი რეჟისორის ოჯახის წევრია. სიუჟეტის გასვლიდან მეორე დღეს არხის რეჟისორმა ნიაზ კონცელიძემ მაია მერკვილაძეს სიუჟეტის გასვლის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. დაძაბულობის გამო 15 დეკემბერს, არხის დღის საინფორმაციო გამოშვება 17 საათზე ეთერში ვერ გავიდა. საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ტელევიზიის დირექტორის, გიორგი სურმანიძისგან რეაგირება მოითხოვა. პასუხად კი, დირექტორმა მომხდარიდან 15 დღის შემდეგ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურიდან ყველა თანამშრომელი დაითხოვა.

სამსახურიდან დათხოვამდე 2 დღით ადრე, 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მაია მერკვილაძემ განაცხადა, რომ არხის მენეჯმენტი და კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი ჯემალ ვერძაძე ორთვიან ანაზღაურებად შვებულებაში გასვლას აიძულებდნენ. მერკვილაძის თქმით, ვერძაძე მანამდე არასდროს დაინტერესებულა ტელევიზიის საკადრო გადაწყვეტილებებით და ამიტომ ბიზნესმენის გააქტიურება საეჭვოდ მიიჩნია.

ვერძაძის გააქტიურება ეჭვებს უჩენს სამსახურიდან დათხოვნილ კიდევ ერთ ჟურნალისტს. ჯაბა ანანიძე იხსენებს, რომ ის ვერძაძეს 2015 წლის ივნისში თავად ვერძაძის ინიციატივით შეხვდა. ანანიძის თქმით, მაშინ არხის ერთ-ერთმა მფლობელმა სთხოვა, საგამოძიებო ფილმი სახელწოდებით "მთავრობისგან პრივილიგირებული ბიზნესი" საერთოდ არ მოემზადებინა. ჯაბა ანანიძე ამბობს, რომ უარის მიღების შემდეგ ვერძაძე ეცადა, ფილმის შინაარსში ჩარეულიყო, კერძოდ, ჟურნალისტს სთხოვა, ფილმში აჭარის მთავრობასთან დაახლოებულ ბიზნესმენ გიორგი ჭყონიაზე საუბრისას ტონი შეერბილებინა. ფილმი "ტვ 25-ის" ეთერში  2015 წლის ივლისში გავიდა.

"საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო" ჟურნალისტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ჯემალ ვერძაძესთან გადამოწმებას შეეცადა. ვერძაძე ჟურნალისტებზე ზეწოლის მცდელობას უარყოფს, მაგრამ შეხვედრას და ფილმთან დაკავშირებული შეკითხვის დასმის  ფაქტს ადასტურებს. კითხვაზე, თუ საიდან გაიგო მსგავსი შინაარსის ფილმის მომზადების შესახებ, ვერძაძემ აღნიშნა, რომ ინფორმაცია არხის თანამშრომლებმა, ასევე სხვა პირებმაც მიაწოდეს და ამიტომ დაინტერესდა.

სამსახურიდან ჯაბა ანანიძის, ირმა ზოიძის და ნინო ხელაძის გათავისუფლების შესახებ, გიორგი სურმანიძემ არსამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბოლო დროს ანანიძის წამყვანობით ტოკ-შოუ "დიალოგის"  მუშაობით უკმაყოფილი იყო, საინფორმაციოს წამყვან ნინო ხელაძეს კი სამსახურში დაბრუნება თავიდან შესთავაზა.

არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტებისთვის დირექტორის არგუმენტები მიუღებელია და ოთხივე პირი უფლებების დაცვას სასამართლოში გემავს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტები სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანენ.

არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები  მენეჯმენტის და მფლობელების მიერ 31 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად  მოტივირებულს უწოდებენ. მაია მერკვილაძის განცხადებით, მათი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გეგმა ინცინდენტამდე გაცილებით ადრე იყო შემუშავებული: "როგორც ჩანს, მფლობელების ინტერესში არ შედიოდა საარჩევნო წელს პოლიტიკური და მფლობელების  გავლენებისგან თავისუფალი  საინფორმაციო სამსახურის მუშაობა", – უთხრა მაია მერკვილაძემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენლებს.

თავის მხრივ, "ტვ 25-ის" დირექტორმა გიორგი სურმანიძემ ტელევიზიიდან ოთხი თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილება სიტუაციის განმუხტვის სურვილით ახსნა. მისივე მტკიცებით, მათთან ერთად ასევე გათავისუფლდა ის პირი, რომელმაც მაია მერკვილაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გიორგი სურმანიძე  კატეგორიულად გამორიცხავს პოლიტიკურ მოტივს და მომხდარს მხოლოდ პირად კონფლიქტად აფასებს. ის ასევე ამბობს, რომ კონფლიქტი მაია მერკვილაძესთან ადრეც ჰქონია და გადაწყვეტილება მხოლოდ 15 დეკემბრის დაპირისპირების გამო არ მიუღია.

საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ აზრთა სხვადასხვაობა მენეჯმენტთან ანტიდასავლური განწყობებით ცნობილ მედიაკავშირ "ობიექტივის" სიგნალის "ტელეარხ 25"-ის  ეთერით გადაცემის, საინფორმაციო გამოშვებების რაოდენობის შემცირების მცდელობისა და ასევე, "ტვ 25-ის" მიერ "რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის" დაუსაბუთებლად  დატოვების გამო ჰქონდა. მედიაკავშირი "ობიექტივის" სიგნალის გადაცემა "ტელეარხ 25"-ის ეთერში 2010 წელს დაიწყო, მაშინ რეგიონულმა მაუწყებელმა "ობიექტივს" 6 საეთერო საათი დაუთმო, 2012 წელს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებებით, "ობიექტივმა" "ტელეარხ 25-ის" 16 საათი დაიკავა.

"ტვ 25-ის"  მფლობელების ცვლილების პოლიტიზებული პროცესი

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამჟამად შპს  "ტელეარხ 25-ს” ორი მფლობელი  ჰყავს: არხის 49%-ს ტელევიზიის გენერალური დირექტორი გიორგი სურმანიძე ფლობს, ხოლო საკონტროლო პაკეტს – 51%-ს – ბიზნესმენი ჯემალ ვერძაძე.   

2012 წელს, საპარლამენტო არჩვნებამდე  რამდენიმე თვით ადრე,  "ტვ 25” გაიყიდა. ინფორმაცია ტელევიზიის გასხვისების შესახებ  გაზეთ "ბათუმელებმა" გამოაქვეყნა. 2012 წლის 24 თებერვალს,  საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით,  არხის მფლობელთა ვინაობა და წილთა თანაფარდობა შეცვლილი არ იყო. ჯერ კიდევ ამ დროისათვის  "ტვ 25-ს”  სამი დამფუძნებელი ჰყავდა: გიორგი სურმანიძე – 50%, მერაბ მერკვილაძე და მალხაზ ვერძაძე 25% – 25%-ს ფლობდნენ. ამ სამი დამფუძნებლიდან მედიასთან მხოლოდ გიორგი სურმანიძე საუბრობდა. ის "ბათუმელებთან" ინტერვიუში კატეგორიულად უარყოფდა ტელევიზიის გასხვისების შესახებ  გაზეთის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. ეჭვი  ტელევიზიის გაყიდვაზე  მას შემდეგ წარმოიშვა, რაც 2012 წლის 24 თებერვალს, დამფუძნებლების ნათესავების სახელზე საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვისა და ლევან ვარშალომიძის ბრძანების საფუძველზე,  ტელევიზიის მაშინდელი დამფუძნებლების ახლო ნათესავებს თბილისსა და ბათუმში დაახლობით 2 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება გადაეცათ. მერი ქარცივაძეს (მალხაზ ვერძაძის სიდედრი), ლეილა მითაიშვილს (გიორგი სურმანიძის დეიდაშვილი), ირაკლი კრიჭაშვილს (მერაბ მერკვილაძის ნათესავი) სახელმწიფომ 2012 წლის 24 თებერვალს, 1100 კვ/მ ქონება გადასცა თბილისსა და ბათუმში. ქონების დარეგისტრისტებას ერთ საათზე ნაკლები დასჭირდა. პროცედურა არასამუშაო საათებში ჩატარდა (19 სთ-დან  20 სთ-მდე). არხის მაშინდელი მფლობელები ამ ქონებასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფდნენ.

საჯარო რეესტრის მონაცემებში, "ტვ 25-ის” წილების გასხვისების შესახებ ინფორმაცია 2012 წლის სექტემბერში აისახა (2012 წლის 24 თებერვლის თარიღით): ძველმა მფლობელებმა 50-50%-იანი წილები ბიზნესმენ ჯემალ ვერძაძეს და "ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატს ლევან ქარდავას გადასცეს, ხოლო ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებლობა ისევ ძველ მფლობელს გიორგი სურმანიძეს დაეკისრა. 2012 წლის 30 ოქტომბერს, "ტვ 25-ის” 100% წილისმფლობელი ჯემალ ვერძაძე გახდა. 2012 წლის ნოემბერში საჯარო რეესტრის მონაცემებში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა: არხის 49% გიორგი სურმანიძეს დაუბრუნდა, ხოლო 51%-ს მფლობელად ჯემალ ვერძაძე დარჩა. "საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოსთან" საუბარში გიორგი სურმანიძემ თქვა, რომ მან წილი ჯემალ ვერძაძისგან გამოისყიდა.

გამოძიება ქონების გადაცემასთან დაკავშირებით და განცხადებები ზეწოლის შესახებ  

საპარლამენტო არჩვნების შემდეგ, 2012 წლის დეკემბერში, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანია "ტელეარხ 25”-ს დამფუძნებლების ნათესავებისთვის სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად, პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემასთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 194-ე (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე გამოძიებადაიწყო. ამავდროულად, პროკურატურის შუამდგომლობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყადაღა დაედო შპს "ტელეარხ 25-ის” მესაკუთრეების საბანკო ანგარიშებსა და მათი ნათესავებისთვის გადაცემულ სახელმწიფო ქონებას.

ამასთან, გიორგი სურმანიძემ განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით,  საგამოძიებო უწყებებში მასსა და ჯემალ ვერძაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა: "ეს იყო ქუჩური გარჩევა. კორიდორში გვირჩევდნენ საქმეს. უნდა დაგვესახელებინა ლაშა ნაცვლიშვილი, დავით ჩხატარაშვილი და ვანო მერაბიშვილი და გვეთქვა, რომ TV25 იყიდა ამ სამმა ადამიანმა 2012 წლის არჩევნებამდე. ვეუბნებოდი, რომ არც ერთი პიროვნება არ მყავს ნანახი, თუმცა, ისინი აცხადებდნენ, რომ – ვიცით, თქვენ არ იცით, რომ იყიდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით და ხალხის მოთხოვნაა, რომ ეს ადამიანები დაასახელოთო" – განაცხადა"ტელეარხი 25-ის” დამფუძნებელმა.

გიორგი სურმანიძის თქმითვე,  დაკითხვაზე დაუდეს ოჯახის წევრების ფოტოები და ემუქრებოდნენ. მისი ინფორმაციით, ჯემალ ვერძაძეს მისი შვილის ფოტო აჩვენეს და უთხრეს, "რომ ამა და ამ კაფეში დადის და ხომ არ გეშინიათ, რომ ან იჩხუბოს ან რამე მოუვიდეს".

ამ განცხადების შემდეგ, სახალხო დამცველმა პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდა, თუმცა სურმანიძის და ვერძაძის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ცნობილი არ არის თუ, რა ეტაპზეა საგამოძიებო მოქმედებები. პირადი ანგარიშების  დაყადაღების გამო, არხის მფლობელებმა  სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართეს.

გიორგი სურმანიძის ბრალდებებთან დაკავშირებით, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სპეციალური განცხადება "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომაც" გამოაქვეყნა.

"ტელეარხი 25” რეგიონულ ტელეკომპანიად  1995 წლიდან ფუნქციონირებს. ასლან აბაშიძის მმართველობის დროს, 2000 წლის 19 თებერვალს, აჭარის უშიშროების სამსახურის მაშინდელმა თანამშრომლებმა "ტელეარხი 25"-ის ხელმძღვანელებს, მათივე განცხადებით, ძალით გააჩუქებინეს ტელეკომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი, რის შემდეგაც ტელევიზია უშუალოდ ასლან აბაშიძესთან დაახლოებული პირების მფლობელობაში გადავიდა. "ვარდების რევოლუციის” შემდეგ წართმეული ქონება დამფუძნებლებმა ისევ უკან დაიბრუნეს.

"ტვ 25" ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოექცა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა სასტუმრო "მედეას" გასხვისების შემდეგ ოფისის გარეშე დარჩნენ, მეორედ კი, როცა არხის ანგარიშს ინკასო დაედო და დავა სასამართლოში გაგრძელდა. 2010 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინანსური ამნისტიის შედეგადა, "ტვ 25-ს” ფინანსური დავალიანება მოეხსნა", _ აღნიშნულია კვლევაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქსტატი: წლიურად ყველაზე მეტად სურსათი გაძვირდა

12:26; 5 იანვარი, 2026
საზოგადოება

ცნობილია, ვინ აიღებს ამ თვეში მომატებულ ხელფასს

16:02; 4 იანვარი, 2026
საზოგადოება

4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა

15:49; 4 იანვარი, 2026
საზოგადოება

„ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი, შეშუპება… შეიძლება ანაფილაქსიაც გამოიწვიოს” – ზაზა თელია

15:06; 4 იანვარი, 2026
საზოგადოება

ბი­ძი­ნა და ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი წერილს აქვეყნებენ

13:18; 4 იანვარი, 2026

რა კავშირშია დავით კეზერაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და მამუკა ხაზარაძე ლისის ტბის საქმესთან

ხობში უკანონო იარაღი ამოიღეს

ყველა სიახლე

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

16:09; 5.01.2026
სამართალი

ხობში ორი პირი დაჭრეს

13:53; 5.01.2026
პოლიტიკა

სოხუმში უპასუხეს საქართველოს მოლოდინს, კარაკასის მიერ აფხაზეთის “აღიარების” გაუქმებაზე

13:32; 5.01.2026
საზოგადოება

საქსტატი: წლიურად ყველაზე მეტად სურსათი გაძვირდა

12:26; 5.01.2026
სამართალი

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

12:15; 5.01.2026
ზაფრანი

მსოფლიოს საუკეთესო ნაძვის ხეები

9:46; 5.01.2026
ზაფრანი

საშობაო ბაზარი

9:44; 5.01.2026
ზაფრანი

უცნობი მაკოლეი კალკინი

9:37; 5.01.2026
ზაფრანი

“ALL I WANT FOR CHRISTMAS IS YOU” – რა თანხას გამოიმუშავებს მერაია ქერი

9:24; 5.01.2026
სამართალი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ბავშვი დაშავდა, ერთ-ერთი მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

22:51; 4.01.2026
მსოფლიო

რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

18:53; 4.01.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18:32; 4.01.2026
ფინანსები

ოქრო ერთ წელში 64%-ით გაძვირდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

16:07; 4.01.2026
საზოგადოება

ცნობილია, ვინ აიღებს ამ თვეში მომატებულ ხელფასს

16:02; 4.01.2026
საზოგადოება

4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა

15:49; 4.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო