ქალაქ ოზურგეთში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის კიბეები, რომელიც გუშინ ცისარტყელას ფერებში შეღებეს, უკვე გასუფთავებულია.
საღებავები ა.(ა).ი.პ. "სერვისცენტრის" თანამშრომლებმა ე. წ. "პრიმუსის" საშუალებით წაშალეს.
"კარგია ახლა ეს ასე მოთხუპნული? ამიტომ წავშალეთ" – გვითხრა "სერვისცენტრის" თანამშრომელმა.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთში თეატრის კიბეები ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე უცნობმა პირებმა ფერადი საღებავებით შეღებეს.