შრი ლანკაში ძლიერმა წვიმამ ღვარცოფი გამოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას THE TELEGRAPH ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მიწის ჩამოშლის შედეგად 200 ოჯახი დაკარგულად ითვლება.
წითელი ჯვრის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოების შედეგად ამ დროისთვის 16 ცხედარია ნაპოვნი, თუმცა დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
როგორც ცნობილია,სტიქიის ზონიდან 130 000-ზე მეტი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.