ქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,მიმდინარე წლის მაისში კახეთისა და შიდა-ქართლის რეგიონებშიმომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დღეიდან სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების მიღებას შეძლებს. პრეპარატების ღირებულების სუბსიდირებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი და შიდა-ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სოსო ოქრომელიძე ფერმერებისთვის პრეპარატების დარიგების პროცესს გორში მდებარე ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიაში გაეცნენ.
სუბსიდირებისთანხა 1 ჰა-ზე180ლარს შეადგენს. დახმარებას მიიღებსშიდა ქართლისა და კახეთის რეგიონების ყველა ის ბენეფიციარი, რომელსაც მრავალწლოვანი კულტურები დაუზიანდა 1-16 მაისის სეტყვის შედეგად. დაზარალებულ ფერმერებზე სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ შედგენილი სპეციალური სიების საფუძველზე მოხდება.
სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენებით, მოსახლეობასშესაძლებლობა აქვსჩაატაროს დაზიანებული მრავალწლოვანი ნარგავების აღდგენისათვის საჭირო აგროტექნოლოგიური სამუშაოები. ფერმერებს პრეპარატების მიღება აგრობარათებზე დარიცხული აგრო ქულების საშუალებით შესაბამის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ყველა იმ მაღაზიაში შეეძლებათ, რომლებიც მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამაში არიან ჩართულნი.
მაღაზიების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 247 01 01.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზარალის რისკების შემცირების მიზნით, მოსახლეობას აგროდაზღვევის პროექტში ჩართვას სთავაზობს. 2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად პროექტის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა-მდე მიწის ნაკვეთი. თითოეული დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% – იან თანადაფინანსებას პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ის ნაცვლად 50%-ს.
მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.
(R)