გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი "გურია ნიუსის" მოწვევით და არასამთავრობო ორგანიზაცია ორგანიზაცია „Post_ალიონის“ ორგანიზებით "ივლიტას ბიბლიოთეკაში" გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა მინისტრს პრობლემებზე უამბეს და კონკრეტულ საკითხებში დახმარება სთხოვეს. მათ შორის ყო ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, რომელიც ექადიის ტყე-პარკის დაცულ ტერიტორიად გამოცხადებას ითხოვს:
_ ქალაქ ოზურგეთში მდებარეობს ექადიის ტყე-პარკი, რომელიც თავისი მნიშვნელობით უნიკალურია. მე მაპატიოს მეუფე იოსებმა, რომ მის წერილობით თხოვნას ექადიის ტყე-პარკი ეპარქიის საკუთრებაში გადაცემა უარით ვუპასუხე.
მე მაპატიოს, რომ აღსარებაც კი ვერ ჩავაბარე აღდგომის მარხვაში, მაგრამ ჩემი თვალსაზრისით, ძალიან სასარგებლო იქნებოდა, თუ აღნიშნულ პარკს დაცულ ტერიტორიად გამოვაცხადებთ და მის ფუნქციას და როლს ქალაქის გამწვანების საქმეში სამართლებრივად დავაფიქსირებთ, რათა სამომავლოდ, თუნდაც წლების შემდეგ პარკის კერძო საკუთრებაში გადაცემის საშიშროება თავიდან ავიცილოთ, -_ აღნიშნა სიორიძემ და ამ საკითხის მოგვარებაში მინისტრის თანხმობაც მიიღო.
ამავე თემაზე: ბეგლარ სიორიძე: "იმედია, ჩემზე უარესი მერი არ მოვა"