"დიახ! მათ ერთმანეთი უყვართ" _ ამ სახელიწოდებით ავრცელებს ფოტოს კომპანია iPlus ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
ფოტოზე თანდართული წარწერის თანახმად, “ნიკამ და გიორგიმ ერთმანეთი iPlus – ში გაიცნეს. ისინი ერთ დღეს მოვიდნენ სტაჟირებაზე და თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. რამდენიმე დღის შემდეგ ისინი დაახლოვდნენ და საბოლოოდ გრძნობებშიც გამოუტყდნენ ერთმანეთს !”
"ახლა კი მათი დაჟინებული მოთხოვნით ვდებთ ამ პოსტს !
iPlus-ის არსებობის 7 წლიან ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენს პორთფელიოში არასდროს ყოფილა ისეთი ფაქტი, რაც ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებს გამოარჩევდა რაიმე ნიშნით მათი კანის ფერისა, რელიგიურ აღმსარებლობისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.
დასაქმდი ჩვენთან! იყავი წარმატებული ადამიანი და ნუ იცხოვრებ დოგმებში!" _ წერია კომპანიის გვერდზე.