ხვალ, 22 მაისს ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს. №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ ოთხივე საარჩევნო უბანზე ყველა ინვეტარი უკვე მიტანილია.
"მზად ვართ, რომ ქალაქ ოზურგეთში და დაბა ნასაკირალში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს", – გვითხრა ზვიად თენიეშვილმა.
მისივე თქმით, ქალაქ ოზურგეთში და დაბა ნასაკირალში 4447 ამომრჩეველია.
ინფორმაციისთვის, ქალაქ ოზურგეთში გამარჯვებისთვის "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი გია კალანდარიშვილი იბრძვიან. დაბა ნასაკირალში "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი ნონა ტუნაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი კი ბესო ქათამაძეა.