პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიული შეხვედრას, რომელიც გიორგი კვირიკაშვილი ხელმძრვანელობით პირველად გაიმართა, ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.
დღევანდელ შეხვედრაზე თამაზ მეჭიაურმა პარტიიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა:
_ ვუთხარი, რომ კომიტეტსაც დავტოვებდი, თუმცა ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა და მთხოვეს, რომ დავრჩენილიყავი. შესაბამისად, ვრჩები პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, _ განაცხადა მეჭუარმა შეხვედრის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით უმრავლესობას ძირითად საკითხებში მხარს დაუჭრეს, თუმცა, მმართველ პარტიას მისი მხარდაჭერა არ ექნება ისეთ საკითხებში, როგორიცაა საგარეო ორიენტაცია, რაც განხეთქილების მიზეზი გახდა.