ქალაქ ოზურგეთში N 60/07 საარჩევნო უბანზე დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი, გია კალანდარიშვილი თავის შტაბის წევრებთან ერთად იმყოფება. კალანდარიშვილის შტაბის უფროსის, ლევან მგელაძის თქმით, მათი კანდიდატი არჩევანს დილის საათებში გააკეთებს.
ინფორმაციისთვის, დღეს ქალაქ ოზურგეთში და დაბა ნასაკირალში შუალედური არჩევნები იმართება. ქალაქ ოზურგეთში გამარჯვებისთვის "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი გია კალანდარიშვილი იბრძვიან. დაბა ნასაკირალში "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი ნონა ტუნაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი კი ბესო ქათამაძეა.