ქალაქ ოზურგეთში, სადაც ორი საარჩევნო უბანია გახსნილი, უკვე შეკრებილი არიან "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის მხარდამჭერები. ისინი საარჩევნო პროცესებს შორიდან აკვირდებიან.
კინოთეატრ "ოზურგეთის" მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი და ქალაქ ოზურგეთის ვიცე-მერი, ალეკო ბურჭულაძე. ეს ფოტო ქალაქ ოზურგეთში, დილის ცხრის წუთებზეა გადაღებული.
ინფორმაციისთვის, ქალაქ ოზურგეთში გამარჯვებისთვის "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი გია კალანდარიშვილი იბრძვიან. დაბა ნასაკირალში "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი ნონა ტუნაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი კი ბესო ქათამაძეა