საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მისი თანაგუნდელის პაატა ზაქარეიშვილის შეფასება, ხურჩაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ადეკვატური იყო:
_ ჩვენ მიჩვეული ვართ, როდესაც კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით გველაპარაკებიან, რადგან ეთერში ყველამ ვნახეთ მთლიანი კომენტარი და ძალიან ადეკვატური იყო პაატას შეფასება, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით ეს არის დანაშაული, რომელსაც ორი დამნაშავე ჰყავს:
_ ერთი, ვინც უშუალოდ ჩაიდინა _ მკვლელი, რომელმაც მოახდინა გასროლა და მეორე ოკუპაცია, რომელის შედეგებსაც სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა გვარად პერიოდულად ვხედავთ. სამწუხაროდ, ეს იყო ძალიან სასტიკი ფორმით გამოვლენილი. ასეთი შემთხვევა 2012 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა და ყველას დიდი იმედი გქვონდა, რომ წარსულს ჩაბარდა მსგავსი ტიპის შემთხვევები, მაგრამ როგორც ჩანს, ოკუპანტს, აგრესორს სჭირდება ხოლმე შეგახსენოს საკუთარი თავი ყველაზე უფრო სასტიკი ფორმით, _ გვითხრა ხიდაშელმა.
მინისტრის თქმით, ეს საქმე "პროფესიონალებს უნდა დავუტოვოთ" და გამოძიებისთვის დრო უნდა მივცეთ.
_ საზოგადოებას აქვს რაღაც პერიოდი, რომელსაც ის აძლევს ხელისუფლებას ასეთი ტიპის საქმეების გამოსაძიებლად და არ მგონია, ამ თვალსაზრისით, ხუთ და ექვს საათში ვინმეს თვალები უნდა დავთხაროთ, _ განაცხადა ხიდაშელმა.

































































