დღეს №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ "სამართლიანი არჩევნების" მიერ დაწერილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
22 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის № 60/59 საარჩევნო უბანზე "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. არჩევნების დღეს "გურია ნიუსთან" "სამართლიანი არჩევნების" აჭარა, გურია, ფოთის რეგიონულმა კოორდინატორმა, მადონა ბერიძემ საჩივრის შინაარსზე ისაუბრა.
"№ 60/59 საარჩევნო უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით მეტი აღმოჩნდა ხელმოწერების რაოდენობაზე. შესაბამისად ამასთან დაკავშირებით, დაიწერება საჩივარი და ვითხოვთ შესაბამის რეაგირებას," – გვითხრა მადონა ბერიძემ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით რეგისტრატორებმა ახსნა-განმარტება დაწერეს. №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 11 წევრმა სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება და "სამართლიანი არჩევნების" საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ჯამში საოლქო კომისიაში ოთხი საჩივარი იყო შესული. "გურია ნიუსი" ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


































































