UKRAINE TODAY-ის ინფორმაციით, საბჭოთა კავშირის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ გორბაჩოვს უკრაინაში შესვლა აუკრძალეს.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, გორბაჩოვი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის.
"ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გორბაჩოვს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლით ავუკრძალეთ, რადგან, ის რუსეთის სამხედროების მიერ ყირიმის ანექსიას საჯაროდ ემხრობა,"_ ნათქვამია უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
მაუწყებლის ინფორმაციით, ადრე რუსეთის შეკვეთით გორბაჩოვმა ყირიმის ანექსია დაამტკიცა, როგორც მოგვიანებით, მან ბრიტანულ გაზეთთან THE SUNDAY TIMES-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ყირიმის მაცხოვრებელთა უმრავლესობას რუსეთი უნდოდა.
"ეს სწორი საქციელი იყო. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ადამიანის თავისუფალ ნებას, ყირიმის მაცხოვრებელთა უმრავლესობას რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა უნდოდა,"_განაცხადა გორბაჩოვმა.
როგორც ცნობილია, რუსეთმა უკრაინის ნახევარკუნძული ყირიმი 2014 წლის დასაწყისში დაიპყრო, რის გამოც დასავლეთმა მოსკოვს ეკონომიკური სანქციები დაუწესა.