https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მე მინდა პარლამენტი იყოს ისეთი, როგორც არის ჩვენი ქვეყანა – ნახევარი კაცი, ნახევარი ქალი”

18:05; 27.05.2016
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს პარლამენტმა I მოსმენით, დაჩქარებული წესით დაიწყო განხილვა ორგანული კანონის პროექტის "საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილების შეტანის თაობაზე."

პროექტი განსახილველად პარლამენტის წევრმა ნანა ყეინიშვილმა და პარლამენტის წევრმა თეიმურაზ ჭკუასელმა გამოიტანეს. განხილვის დროს ითქვა, რომ კანონპროექტის მომზადება და მიღება ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოებში (საქართველოს პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში – საკრებულოებში) გენდერული თანასწორობის დაცვის ხელშეწყობასა და პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის გაძლიერებასთანაა დაკავშირებული.

ნანა ყეინიშვილის განცხადებით, გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არსებული მსგავსი დისბალანსი საფუძველს ქმნის, რომ საკანონმდებლო დონეზე მიიღონ ისეთი ნორმები, რომელიც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდასა და მსგავსი დისბალანსის დაძლევას.

მისი თქმით, როგორც საქართველოში უკანასკნელ წლებში ჩატარებული არჩევნების შედეგები მოწმობს, წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა რაოდენობა მინიმალურია და ვერ ასახავს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით არსებულ მოთხოვნებს.

კანონპროექტის ძირითადი არსი ისაა, რომ იგი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტში გენდერული ბალანსის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრას. კერძოდ, კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კოდექსს ემატება ნორმა, რომლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით წარსადგენ პროპორციულ საარჩევნო სიაში, სქესთა შორის ბალანსის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც, წარმოდგენილი იქნება განსხვავებული სქესის კანდიდატი. ეს კი საქართველოს პარლამენტში უზრუნველყოფს მინიმუმ 23 განსხვავებული სქესის პარლამენტარის ყოლას. ასევე, ადგილობრივი თვითმმარველობის წარმომადგენლობით ორგანოში – საკრებულოში პროპორციული წესით ასარჩევ ქალთა რაოდენობა გაიზრდება.

აღნიშნულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომლის დასკვნა პარლამენტს ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ წარადგინა. მისი თქმით, მთელი რიგი საკითხებია, რომლებიც გარკვევას საჭიროებს, თუნდაც  გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის არჩევის საკითხი.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ წარადგინა და განაცხადა, რომ კომიტეტმა, განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, საბოლოოდ აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა. მისი განცხადებით, ყველა კვლევა ამტკიცებს იმის საჭიროებას, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში.

ფრაქცია "რესპუბლიკელების" წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ ეს პრობლემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველგან დგას და საჭიროა ხელოვნური წახალისება იმის, რომ ქალები მეტად იყვნენ წარმოდგენილი როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

"მე მინდა პარლამენტი იყოს ისეთი, როგორც არის ჩვენი ქვეყანა – ნახევარი კაცი, ნახევარი ქალი.  უკრაინელი ნადეჟდა სავჩენკო და აზერბაიჯანელი ხადიჯა ისმაილოვა თავისუფლები არიან. დღეს უფრო კარგია მსოფლიო ვიდრე გუშინ იყო!" – განაცხადა დეპუტატმა თამარ კორძიამ პარლამენტში, კვოტირების შესახებ საკანონმდებლლო ინიციატივის განხილვისას.

ქალთა აქტიურ ჩართვას პოლიტიკაში ემხრობა ფრაქცია "კონსერვატორებიც," თუმცა ამის საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებას ეწინააღმდეგება. როგორც გიგა ბუკიამ განაცხადა, მათი პარტია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავის წესდებაში შეიტანა ცვლილება ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის შესახებ, მაგრამ კანონის ძალით ამის განსაზღვრა დააზარალებს თვით პარტიებს.

პარლამენტის წევრის, ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს თავისუფალი არჩევანის საშუალება უნდა მიეცეს ამ მიმართულებით. გიორგი ვოლსკის განცხადებით, პრაგმატულობიდან გამომდინარე ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში, მმართველ რგოლში, თუმცა ხელოვნური ჩარევა ამ პროცესში სქესთა შორის ანტაგონიზმს წარმოშობს. პარლამენტის წევრ გიორგი ჟორჟოლიანის განცხადებით, ზოგადად საუბარია წარმომადგენლობით ორგანოზე – პარლამენტზე და ამიტომ პარლამენტში მთლიანად საზოგადოება უნდა იყოს წარმოდგენილი და ეს კანონპროექტი სწორედ საამისოდ შესაბამისი მექანიზმის შექმნას უწყობს ხელს.

დავით ონოფრიშვილმა კი განაცხადა, რომ მისი ფრაქცია – "თავისუფალი დემოკრატები" წარმოდგენილ ინიციატივას მხარს უჭერს.

დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ქალთა უფლებები ბევრი თვალსაზრისით არის წარმოსაჩენი. საქართველოში არის პარტიები, რომელთა ხელმძღვანელები არიან ქალები, თუმცა ამ პარტიებში მეორე, მესამე, მეოთხე, მეშვიდე და მეჩვიდმეტე ნომრების ჩათვლით, ძალიან ძნელად იპოვით ქალს. ჩემი მოლოდინი არის, ჩემი ლოზუნგი არის არა მარტო მეტი ქალი პოლიტიკაში, არამედ მეტი ქალი ხელისუფლებაში.

"ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ პარლამენტში განსხვავებული ხედვების წარმოჩენა. პარლამენტი ის ადგილია, სადაც საზოგადოება ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი – ქალები და კაცები თანაბრად," – ამბობს გია ჟორჟოლიანი, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი.

"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლსეობის  პოზიცია და მხარი დაუჭიროს გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს.  ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ ქვეყნის რვა რეგიონში, რომელიც ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას და ქალების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობას ისახავდა მიზნად და მოსახლეობის განწყობაც ცალსახად დავინახეთ. საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მატებით, გაიზრდება ისეთ  საკითხებზე მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც  სოციალური კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული. მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის,   რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ისეთი პრობლემების მოგვარებას შეწყობს ხელს, როგორიცაა ჯანდაცვისა თუ განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები და კორუფცია.

„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ არის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელშიც რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული.

" სწორედ ამ ჯგუფმა წარუდგინა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება, რაც პარტიების მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენილ პროპორციულ სიებში 50%-იან კვოტირებას გულისხმობდა. ეს ცვლილება პარლამენტში ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა. ამ საკანონმდებლო წინადადების დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში პარლამენტში დარეგისტრირდა ასევე ალტერნატიული კანონპროექტი, რომლის ავტორიც დეპუტატი ნანა ყეინიშვილია. საქმე ისაა, რომ ქალთა პოლიტიკური  მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილი ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, თავის დროზე, მოიწონა და მხარიც დაუჭირა, თუმცა, იურიდიული კომიტეტმა ის დაიწუნა. იურიდიულმა კომიტეტმა ასევე დაიწუნა ქალბატონი ნანას კანონპროექტიც, რომელიც, სამი დღის წინ, პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს, და რომელსაც, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში უყრიან კენჭს." – ამბობს ჩვენთან საუბრის დროს  "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" ხათუნა ჯანგირაშვილი.

ხათუნა ჯანგირაშვილი ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნავს:

"ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი წინადადება კვოტირების უფრო სამართლიან და რეალური თანასწორობის უზრუნველყოფის მექანიზმს სთავაზობდა კანონმდებლებს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ სავალდებულო კვოტირების ნებისმიერი ფორმის შემოღება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ქალბატონი ნანა ყეინიშვილის კანონპროექტიც მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს და კანონით განისაზღვროს ქალთა რაოდენობის ზრდა საკანონმდებლო ორგანოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო წინააღმდეგობაში მოვა სახელმწიფოს მიერ აღებულ საერთაშორისო და ეროვნულ ვალდებულებებთან, მათ შორის ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის კომიტეტის 2014 წლის რეკომენდაციასთან, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს სპეციალური ზომები ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისათვის."- ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ხათუნა ჯანგირაშვილი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13 სექტემბერი, 2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11 სექტემბერი, 2026

ძალადობა და ძალადობის მუქარა სისხლისსამართლებრივი წესით დაისჯება

"ივლიტას ბიბლიოთეკამ" დღეს მნიშვნელოვანი საჩუქარი მიიღო

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო