გატაცებული მექსიკელი ფეხბურთელი, ალენ პულიდო, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეც ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 25 წლის ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს, თუმცა ხელი აქვს შეხვეული.
გავრცელებული ინფორმაციით, პულიდო 28 მაისს, ღამის კლუბიდან მეგობარ გოგონასთან ერთად გამოდიოდა, როდესაც მის მანქანას ექვსმა ნიღბიანმა პირმა ალყა შემოარტყა, მანქანაში ჩასვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მექსიკაში გატაცების მაჩვენებელი მაღალია.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ქვეყანაში ყოველწლიურად 1 000-ზე მეტ ადამიანს იტაცებენ.