პოლიციის პროფესიული დღის აღსანიშნავად ლანჩხუთელი პოლიციელები და მათი ოჯახის წევრები, ტრადიციულად პოლიციის სკვერში შეიკრიბნენ.
მოქმედ და ვეტერან პოლიციელებს შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს პოლიციის უფროსმა დავით წულაძემ მიმართა, რომელიც პროფესიულ დღესასწაულს მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან ერთან ესწრებოდა.
მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა "მხედრებმა" კი "შავლეგო" და "მრავალჟამიერი" შეასრულა.
პოლიციელებს პროფესიული დღე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გოგი ხელაძემაც მიულოცეს.