პარლამენტმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზება გაიზიარა და მის ვარიანტს მხარი დაუჭერა.
პრეზიდენტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პროექტი 84 ხმით გავიდა. შესაბამისად, ამის შემდეგ კენჭისყრაზე აღარ დამდგარა პარლამენტის მიერ მიღებული ის კანონპროექტი, რომელსაც გიორგი მარგველაშვილმა ხელი არ მოაწერა.
კენჭისყრის წინ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლკიმ განაცხადა, რომ არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომ არსებობს შენიშვნები, რომელსაც ეთანხმებიან.
საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზება დღეს დეპუტატებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა გააცნო.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული წინადადებები შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმს, მოსამართლეთათვის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის ბოლომდე გამოყენებასა და პლენუმისათვის განსახილველად გადაცემული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევას.
ამაე თემაზე:
გიორგი მარგველაშვილი: ბოლომდე კმაყოფილი, სავარაუდოდ, ვერ იქნებიან
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო
საკონსტიტუციო კონტროლი იზღუდება – "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის"
"ეს ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს" _ სადაო კანონპროექტი მიღებულია