6 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა +23, +28° იქნება. 7 – 10 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +20, +25° – ის ფარგლებშია მოსალოდნელი.
11 – 12 ივნისს შედარებით გამოიდარებს, ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 3 – 4 გრადუსით მოიმატებს.