ჰონოლულუს პოლიციამ მეძავის აყვანის ფაქტზე ბარაკ ობამას ახლო მეგობარი – 54 წლის რობერტ ტიტკომი დააკავა.
ჰავაიში მცხოვრები „მაჩო“ პოლიციამ სექსუალური მომსახურების საწინააღმდეგოდ მიმართული პოლიციური რეიდის დროს აიყვანა ერთ-ერთ სასტუმროში, როდესაც იგი საფასურზე უთანხმდებოდა მეძავს.
ტიტკომს 500-დოლარიანი ჯარიმა გამოუწერეს და სახლში გაუშვეს. საინტერესოა, რომ ტიტკომი, რომელიც ობამას თანაკლასელი და ახლო მეგობარია და რომელთან ერთადაც პრეზიდენტი ჰავაიზე სტუმრობის დროს ხშირად თამაშობს გოლფს და წვავს ბარბექიუს, პოლიციის ხშირი "კლიენტია". მანამდე იგი არაერთხელ იყო დაკავებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის გამო.