5 ივნისს, ქალაქ ქუთაისში ჩატარდა ჭაბუკთა "ბ" ლიგის კალენდარული მატჩი , ჩოხატაურის სასპორტო სკოლის გუნდ "ღონესა" და ქუთაისის "აიას" შორის, სადაც ჩოხატაურელმა მორაგბეებმა დამაჯერებელი გამარჯვებით დაამარცხა მოწინააღმდეგე და ანგარიში 31:6 დასრულდა. თამაშში თავი გამოიჩინა: გიორგი დოლიძემ, დათო დოლიძემ, ანრი გიორგაძემ, გიორგი ასამბაძემ, ლუკა კოროშინაძემ და შაკო ჩხიკვიშვილმა.
ჩოხატაურელი გულშემატკივრებისთვის მეტად სასიხარულოა, რომ "ღონე" წარმატებით ლიდერობს. აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდისათვის ეს ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა.
მატჩს ესწრებოდა რაგბის აკადემიის მთავარი მწვრთნელი ლევან შერვაშიძე. შერვაშიძემ ნაკრებისთვის სინჯებზე ხუთი საუკეთესო მოთამაშე შეარჩია, რომლებსაც, სავარაუდოდ, სანაკრებო შეხვედრაზე გამოიძახებენ .
გაზაფხულის სერიის მატჩს "ღონე" ტყიბულის გუნდთან გამართავს.