პარტია "ქართული ოცნება-დამოკრატიული საქართველოს" რაიონული საარჩევნო შტაბების დაკომპლექტება უკვე დაიწყო.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ოზურგეთის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელად ქალაქის მერი, ბეგი სიორიძე დაინიშნა.
აღნიშნული ინფორმაცია სიორიძემ დაგვიდასტურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე შტაბის დაკომპლექტება მიმდინარეობს.
ჯერჯერობით უცნობია ვინ უხელმძღვანელებს საარჩევნო კამპანიას ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში.
როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და შტაბების ხელმძღვანელების ვინაობა და სტრუქტურა მალე გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ მმართველ პარტიას არცერთ საარჩევნო ოლქში კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია და როგორც პარტიის პრესსამსახურში ამბობენ საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატურების შესახებ ამ ეტაპზე მიღებული არ არის.
ამავე თემაზე: საარჩევნო "სეზონი" გახსნილია _ ვისზე დადებენ "ფსონს" პარტიები