საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების უკანახაზელი გურამ ქანდაურაშვილი ახალ ზელანდიელი მიტჩელ ჯეიკობსენის კბენისთვის დაისაჯა.
შემთხვევა მანჩესტერში, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მოხდა.
ქართველ მორაგბეს შესაბამისმა კომისიამ 9-კვირიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ქართველი მორაგბეები ზელანდიასთან 55:0 დამარცხდნენ, შემდეგ შეხვედრას კი 11 ივნისს, უელსთან გამართავენ.