ქუთაისში, 18 ივნისს, ცნობილი ესპანელი საოპერო მომღერლის, ხოსე კარერასისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართება.
მომღერალი საქართველოში Check in Georgia-ს ფარგლებში ჩამოდის.
Check in Georgia-ს ფეისბუქ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, კარერასის კონცერტზე დასწრება უფასო იქნება.
კონცერტი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე (ლადო მესხიშვილის თეატრის წინ) გაიმართება. ორკესტრსს დავიდ ხიმენეს კარერასი უდირიჟორებს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია, რომელიც ცნობილ ტენორთან ერთად რამდენიმე დუეტსაც შეასრულებს.
ცნობისთვის, პროექტის "Check in Georgia" ფარგლებში უკვე გაიმართა სამი გრანდიოზული კონცერტი – ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და ჯგუფი "Maroon 5".
ორგანიზატორების ცნობით, კონცერტებზე დასასწრები ბილეთები რეკორდული სისწრაფით გაიყიდა; ტრანზაქციები შესრულდა მსოფლიოს 52-ზე მეტი ქვეყნიდან. სპეციალურად ამ ღონისძიებებზე დასასწრებად საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი ტურისტი ეწვია.