"მურუსიძე და ნებისმიერი მოსამართლე ადეიშვილის ჩამოყალიბებულ სისტემაში კრიტიკას ვერ გაუძლებს"- ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს, ვერცერთი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი სისტემაში ვერ იმუშავებდა.
ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ "ფეისბუკსაც" კი უმოწმებდნენ ხალხს, ვის რას ულაიქებდნენ. "პროკურატურა, სასამართლო იყო ერთი ჯგუფის მიერ მართული. მაგრამ ჩვენი მოსვლის შემდეგ, სწორი არჩევანი გავაკეთეთ, წარმოუდგენელი იყო ამდენი მოსამართლე. მესმის, რომ საშინელი ტრაგედია დატრიალდა საქართველოში . გირგვლიანი მოკლეს პოლიციელებმა. 12 წელი იყო მისჯილი ამ ხალხზე და პარლამენტმა გაუნახევრა სასჯელი, ამის შემდეგ პრეზიდენტი კიდევ უნახევრებს მათ სასჯელს. კიდევ სასამართლომ მოუკლო 6 თვე, რასაც ახლა მურუსიძეს ედავებიან. ისე აცხადებენ, თითქოს მურუსიძემ მოკლა ის კაცი. ამის შემდეგ სასჯელაღსრულების საბჭოს წარდგინებით საერთოდ გაათავისუფლეს ეს ხალხი"- განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მურუსიძის თემა "ნაციონალური მოძრაობის" აგორებულია.
"როგორც ჩანს, მურუსიძემ თავი დააღწია მათ ზეწოლას და ეს არ მოსწონს ნაციონალურ მოძრაობას"- განაცხადა ივანიშვილმა