საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სოტბის აუქციონზე მის მიერ შეძენილი ფიროსმანის "შველი" ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა.
"ვაპირებ გადავცე ხელოვნების მუზეუმს. მაგრამ მინდა განმარტება გავაკეთო. მხატვრის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია, ის იყოს მსოფლიო ბაზარზე. შესაძლოა ამ ნაბიჯით, რომ მე შევიძინე ნახატი და დავაბრუნე ქვეყანაში, ეს ქმედება მისი პოპულარიზაციის საწინააღმდეგოც იყოს. მაგრამ ფიროსმანს არ აქვს იმდენი ნამუშევარი, ქვეყანაშიც გვქონდეს და კერძო კოლექციებშიც ინახებოდეს. შეიძლება დავიწყოთ მსჯელობა, რომ მხატვრის პოპულარიზაციისთვის მისი ნახატების 30% მაინც გავიტანოთ ქვეყნიდან, სხვა მუზეუმებთან გაცვლა გავაკეთოთ. საცოდაობაა, რომ ფიროსმანი მარტო საქართველოში იყოს წარმოდგენილი. იმისთვის, რომ ცნობადი იყოს, საჭიროა უფრო მეტად იყოს ბაზარზე,"_ განაცხადა ივანიშვილმა.
ამავე თემაზე
"ვერ იტანენ იმ ყოფილ პრემიერს, რომელიც უცხოეთიდან საქართველოში აბრუნებს ფიროსმანის შედევრებს"
ბიძინა ივანიშვილმა "სოტბის" აუქციონზე ფიროსმანის კიდევ ერთი ტილო შეიძინა
„სოთბის“ აუქციონზე გუდიაშვილის და ფიროსმანის ნახატები გაიყიდა
„სოთბი“ ქართული ხელოვნების ნიმუშებს რუსული კულტურის ნაწილად მოიხსენიებს